The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამარ შენგელია

Date of birth:8 January, 1946  (78 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1968 წელს.

1968-1970წწ. მუშაობდა თბილისის კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში; 1971-1972წწ. თბილისის მე-15 პოლიკლინიკაში; 1972 წლიდან კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი; 1974 წლიდან წყალტუბისა და ახტალის, 1976-1990წწ. კი №11 და  №17 პოლიკლინიკების კონსულტანტი.  ავტორია 35 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ნევროლოგიური ავადმყოფების მკურნალობას კურორტული და ფიზიო ფაქტორებით. გამოქვეყნებული აქვს: "ნევრასთენიით დაავადებულების კომპლექსური კურორტული მკურნალობა-მეთოდიკა"("განათლება", 1982), "დისკოგენური რადიკულით დაავადებულების კომპლექსური კურორტული მკურნალობა-მეთოდიკა"("განათლება", 1990). ნევროპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნევრასთენიით დაავადებულებზე კომპლექსური კურორტული მკურნალობის გავლენა თერმულ-სულფიდური და სუბთერმული სუსტად რადიოაქტიური აზოტური სუსტად  მინერალიზებული წყლების გამოყენებით", დაიცვა 1982 წელს.  

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.311

Member of Organizations

  • კურორტოლოგთა და ფიზიოთერაპევტთა საზოგადოება, წევრი
  • ნევროპათოლოგთა და ფსიქიატრთა საზოგადოება, წევრი

Share: