შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირინე შენგელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1941 წელს. 1941-1942წწ. იყო თბილისის ჯანმრთელობის განყოფილების ბავშვთა საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ექიმი; 1943-1944წწ. ბავშვთა საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ექიმი; 1944-1946წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ორთოპედიული კლინიკის ექიმი; 1946-1949წწ. ამავე კლინიკის უფროსი ლაბორანტი; 1949-1960წწ. ტუბერკულოზის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექიმი, მეცნიერ-თანამშრომელი, 1960-1962წწ. ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1962 წლიდან საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ფტიზიატრიისა და პულმონოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში. ავტორია 42 სამეცნიერო ნაშრომისა ეპიდემიოლოგიაზე, ტუბერკულოზთან ბრძოლის ორგანიზაციისა და ბავშვთა ტუბერკულოზის პროფილაქტიკის საკითხებზე. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 2 საკანდიდატო დისერტაცია. ფტიზიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტუბერკულოზი და ტუბერკულოზთან ბრძოლის ორგანიზაცია აღმოსავლეთ საქართველოს სოფლებში", დაიცვა 1959 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.311; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.80 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |