The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოსო ებრალიძე

სოსო ებრალიძე
ოფიციალური სახელი:იოსებ ებრალიძე
დაბადების თარიღი:7 ნოემბერი, 1936
გარდაცვ. თარიღი:10 ნოემბერი, 2017  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ხარკოვის ხელოვნების ინსტიტუტის დაუსწრებელი განყოფილება საგუნდო დირიჟორის სპეციალობით 1966 წელს.

1955 წლიდან მუშაობს საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში; სხვადასხვა მუსიკალურ კოლექტივებთან ერთად (ვოკალური ტრიო, სახელმწიფო საესტრადო ორკესტრი "რერო") მონაწილეობდა საგასტროლო კონცერტებში სსრკ-ის რესპუბლიკებსა თუ საზღვარგარეთის ქვეყნებში; 1960-1961წწ. მღეროდა მოსკოვში ო. ლუნდსტრემის ჯაზ-ორკესტრში; 1961 წელს ძმასთან, ა. ებრალიძესთან ერთად დაარსა ვაჟთა ვოკალურ-საკრავიერი "დიელო"; 1967 წელს კი ანსამბლი "ციცინათელა"; არის 50-მდე სიმღერის ავტორი და შემსრულებელი, მათ შორის: "რა დაგიშავე ქალო", "ოციოდე წლის წინ", "რა ყოფილა გურია"; მის სიმღერებს ასრულებდა სხვადასხვა საესტრადო კოლექტივი - "რერო", "ფლეში"; გადაღებულია კინოფილმებში: "წარსული ზაფხული", "შეხვედრა მთაში"; არის არაერთი საკავშირო კონკურსის გამარჯვებული; ესტრადის მომღერალი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.531; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.58

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1972 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: