შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ეგნატაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა მოსკოვის ბაუმანის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი 1930 წელს. მუშაობდა სსრკ შინსახკომის ორგანოებში, ეკავა განყოფოლების, სამმართველოს უფროსის პოსტები; 1943 წელს მონაწილეობდა თეირანის, 1945 წელს იტალიის კონფერენციების მომზადებასა და ჩატარებაში; 1944 წლიდან ხელმძღვანელობდა ყირიმის ძველი სასახლეების და არქიტექტურული ანსამბლების აღდგენას; 1945-1947წწ. იყო სსრკ შინსახკომის სპეცობიექტების სამმართველოს უფროსი ყირიმში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის საბრძოლო ორდენები და მედლები; სახელმწიფო უშიშროების მე-3 რანგის კომისრის წოდება (1942), საბჭოთა გენერალ-ლეიტენანტი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.539
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |