The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვოვა შენგელიძე

ვოვა შენგელიძე
Legal name:ვლადიმერ შენგელიძე
Date of birth:18 February, 1948
Date of death:7 February, 2019  (at 70 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს.

1973-1975წწ. მუშაობდა ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტში; 1975-1976წწ. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის სამედიცინო ნაწილში; 1977-1984წწ. მოსკოვის №61 კლინიკური საავადმყოფოს სეჩენოვის სახელობის I სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში; 1984 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიის კათედრის თანამშრომელი; 2001 წლიდან ენდოსკოპიის სასწავლო ცენტრის "თეომედის" ხელმძღვანელი. ავტორია 14 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება გასტრო-ინტესტინალური პათოლოგიის ადრეული და დროული დიაგნოსტიკის პრობლემებს. არის საკანდიდატო დისერტაციის სამეცნიერო კონსულტანტი. რესპუბლიკის მთავარი ენდოსკოპისტი(2000), ქირურგ-ენდოსკოპისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქრომოდუოდენოსკოპია თორმეტგოჯა ნაწლავის ქირურგიული და მოსაზღვრე დაავადებების დიაგნოსტიკაში", დაიცვა 1983.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.313

Member of Organizations

  • აშშ ენდოსკოპისტთა ასოციაცია, წევრი (1997-)
  • რუსეთის ფედერაციის სამეცნიერო საზოგადოება "эндоскопическая хирургия", წევრი (2001-)
  • საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაცია, ერთ-ერთი დამფუძნებელი

Share: