The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბერი ეგნატაშვილი

დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:17??
კატეგორია:ისტორიკოსი

ბიოგრაფია

იყო ვახტანგ VI-ის მიერ "ქართლის ცხოვრების" გაგრძელების დასაწერად შედგენილი კომისიის ერთ-ერთი მონაწილე, შესაძლოა ხელმძღვანელიც; "ახალი ქართლის ცხოვრების" ხელნაწერის არშიაზე გაკეთებული ორი მინაწერი (1779) მოწმობს, რომ ეგნატაშვილი ამ თხზულების ერთ-ერთი ავტორი იყო; მისი ავტორობის კვალი თხზულების ტექსტშიც ჩანს; ვარაუდობენ, რომ იგი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ერეკლე II-ის მოწინააღმდეგე პირებთან, რომლებიც შემდეგში 1765 წლის შეთქმულებაში მონაწილეობდნენ; გარდაიცვალა XVIII საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში; ქართველი ისტორიკოსი, ჩამომავლობით აზნაური.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.539


გააზიარე: