The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



ბერი ეგნატაშვილი

დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:17??
კატეგორია:ისტორიკოსი

ბიოგრაფია

VIII 60-იანი წლების დასაწყი; ქართველი ისტორიკოსი, ჩამომავლობით აზნაური; იყო ვახტანგ VI-ის მიერ "ქართლის ცხოვრების" გაგრძელების დასაწერად შედგენილი კომისიის ერთ-ერთი მონაწილე, შესაძლოა ხელმძღვანელიც; "ახალი ქართლის ცხოვრების" ხელნაწერის არშიაზე გაკეთებული ორი მინაწერი(1779) მოწმობს, რომ ეგნატაშვილი ამ თხზულების ერთ-ერთი ავტორი იყო; მისი ავტორობის კვალი თხზულების ტექსტშიც ჩანს; ვარაუდობენ, რომ იგი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ერეკლე II-ის მოწინააღმდეგე პირებთან, რომლებიც შემდეგში 1765 წლის შეთქმულებაში მონაწილეობდნენ.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.539


გააზიარე: