The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანანა შველიძე

დაბადების თარიღი:18 ოქტომბერი, 1955  (68 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.

1980-1982წწ. იყო კანისა და ვენერიულ დაავადებათა ინსტიტუტის ორდინატორი; 1983-1987წწ. ასპირანტი; 1996 წლიდან განყოფილების გამგე. ავტორია 35 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შერეული უროგენიტალური ინფექციები და მათი მკურნალობის მეთოდები", დაიცვა 1988 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.315

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის დერმატო–ვენეროლოგთა აკადემია, წევრი (1994-)

გააზიარე: