| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლუბა შეწირული![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1939 წელს. 1939–1942წწ. იყო სოხუმის რაიონის სოფელ ესტონკაში ვლადიმეროვკის საექიმო უბნის და სამშობიუარო სახლის გამგე; 1944–1948წწ. გაგრის რაიონის საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1948–1951წწ. აჭარის რესპუბლიკური ვენდისპანსერის მთავარი ექიმი; 1951–1970წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამკურნალო სამმართველოს უფროსი ვენინსპექტორი; 1952–1970წწ. შეთავსებით მუშაობდა კანისა და ვენსნეულებათა ინსტიუტში მეცნიერ–თანამშრომლად, ამავე ინსტიტუტის მიკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელად; 1970–1989წწ. აღნიშნული ინსტიტუტის დირექტორად, რესპუბლიკის მთავარ დერმატო–ვენეროლოგად; 1990 წლიდან ინსტიტუტის დირექციის მრჩეველია. ავტორია 300–მდე სამეცნიერო ნაშრომის რომელთაგან 80–ზე მეტი გამოქვეყნებული და მოხსენებულია კონგრესებზე და სიმპოზიუმებზე უცხოეთის ქვეყნებში. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია. მისი რედაქტორობით გამოშვებულია კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შრომათა კრებული 23–ე ტომი. დერმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დერმატომიკოზები აღმოსავლეთ საქართველოში და მათთან ბრძოლის გამოცდილება", დაიცვა 1955 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ტერფებისა და ხელის მტევნების მიკოზები საქართველოში", დაიცვა 1970 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.314; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.261 Member of Organizations
Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

