The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელენე შვანგირაძე

დაბადების თარიღი:8 ივლისი, 1952  (71 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1974 წელს.

1974–1977წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ანატომიის კათედრის ასპირანტი; 1977–1991წწ. კათედრის ასისტენტი; 1991 წლიდან ამავე კათედრის უფროსი მასწავლებელია. ავტორია 19 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ბავშვთა ფიზიკურ განვითარებას. ექიმი–ანატომი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სარძევე კბილთა ჩანასახების განვითარების დინამიკა ფიზიკური განვითარების სხვადასხვა მაჩვენებლების მქონე დროულ ახალშობილებში", დაიცვა 1990 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.314

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ანატომთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • ემბრიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • ჰისტოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

გააზიარე: