შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პავლე დემურიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა ქ. თელავის პედაგოგიური ინსტიტუტი 1962 წელს(ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი), ქ. თელავის მუსიკალური სასწავლებელი 1967 წელს, ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1972 წელს(საგუნდო-სადირიჟორო). 1962-1965წწ. იყო ქ. თელავის კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1964-1996წწ. თელავის N8 საშუალო სკოლაში სიმღერისა და გუნდის პედაგოგი, 1968 წლიდან თელავის მუსიკალური სასწავლებლის გუნდის პედაგოგი; 1984-1992წწ. საქართველოს მუსიკალურ საზოგადოებასთან არსებული ბიჭუნათა ფოლკლორული გუნდის "კახეთი" დამაარსებელი და დირიჟორი, 1998 წელს გადაღებულია დოკუმენტური ფილმი ფოლკლორული გუნდი "კახეთის" შესახებ; 1987-2007წწ. თელავის N2 მუსიკალური სკოლის დირექტორი და პედაგოგი; 1973 წლიდან თელავის მუსიკალური სასწავლებლის ქალთა კამერული გუნდის დამაარსებელი და ხელმძღვანელი; 2009 წლიდან საგუნდო კოლექტივის გაუქმების შემდეგ თელავის კულტურის ცენტრთან არსებული ქალთა კამერული გუნდის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი; რეპერტუარი, ქართული: 600-ზე მეტი სხვადასხვა ჟანრისა და ფორმის საგუნდო მუსიკა, მათ შორის: ქართული ხალხური სიმღერები, საულიერო საგალობლები, ვ. აზარაშვილი "მზეო ამოდი", ი. ბობოხიძე "დილა", ნ. გაბუნია "Ave Maria", შ. დავითაშვილი "განთიადი", "იწკრიალე, ცოდნის ზარო!", "ჩემს მხარეს", "სიმღერა თელავზე", რ. ლაღიძე "მთიდან შავხევში", "მერცხალი", "სიმღერა თბილისზე", ი. კეჭაყმაძე "ქორალი", "დედავ ღვთისაო", "რა გინდა ბედმა მიმტყუნოს", ს. ნასიძე კანტატა "გაზაფხულია! გაზაფხულია!", რ. ქარუხნიშვილი კანტატა "წელიწადის დრონი", გუნდები: "ნიკორწმინდა", 'კანტატა საქართველოზე", "კახური მადრიგალები", ე. შავერზაშვილი "წელიწადის დრონი", პ. დემურიშვილი "საქართველო", "უფალო შეგვიწყალე", "იესო", "კახეთი", "შენ საქართველოვ!"; სხვა რეპერტუარი: მოცარტის, გერშვინის გუნდები; გასტორლებით შემოიარა: საქართველო, სსრკ, იუგოსლავია, კვიპროსი, ტალინი, რიგა. 2019 წელს ქ. თელავის ნიკო სულხანიშვილის სამუსიკო სასწავლებლის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 146; reginfo.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.225 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |