შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთევან შველიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი შროშა, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1947 წელს. 1947-1954წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კანისა და ვენერიულ დაავადებათა კათედრაზე; 1971-1993წწ. თბილისის III ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში მიკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელად; 1993 წლიდან ბავშვთა დერმატოლოგიური განყოფილების წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 56 სამეცნიერო ნაშრომის და 6 მეთოდური რეკომენდაციის. ხელმძღვანელობდა კლინიკური ორდინატორების, ინტერნების მომზადებას. დერმატო-ვენეროლოგი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სტაფილოდერმიის ღრმა ფორმების მკურნალობა სტაფილოკოკური ბაქტერიოფაგით იმუნიტეტის ზოგიერთი რეაქციების ასპექტში", დაიცვა 1971 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.315 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |