შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარინა შილაკაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1965 წელს. 1965-1970წწ. იყო თბილისის პოლიკლინიკის ექიმი-პედიატრი; 1970-1972წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა ინფექციურ სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1972-1973წწ. თბილისის ცენტრალური სასწრაფო დახმარების ექიმი-პედიატრი; 1973-1979წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა ინფექციურ სნეულებათა კათედრის უფროსი ლაბორანტი, 1979 წლიდან ამავე კათერდის ასისტენტი. არის 36 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. შედგენილი აქვს საშუალო მედპერსონალისათვის სახელმძღვანელო: "ინფექციური დაავადებები ეპიდემიოლოგიის საფუძვლებით". ხელმძღვანელობდა კათედრის სამეცნიერო მუშაობას. ბავშვთა ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდარო დისერტაციის თემა - "ადენილური, ნიკოტინამიდური და ციკლური ნუკლეოტიდების დონის ცვალებადობა ერითროციტებისა და სისხლის პლაზმაში სალმონელოზის დროს ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.315 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |