The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვიაჩესლავ შკრიაბაი

დაბადების თარიღი:28 მარტი, 1944  (80 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა ქ. ვინიცის(უკრაინა) სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1970 წელს.

1970-1971წწ. იყო ბერშათის(უკრაინა) რაიონული საავადმყოფოს უროლოგი; 1971-1976წწ. სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს უროლოგი; 1976-1993წწ. სოხუმის II საავადმყოფოს უროლოგიური განყოფილების გამგე, 1993 წლიდან სოხუმის ჰოსპიტლის მიმღებ-გამანაწილებელი განყოფილების გამგე, ხელმძღვანელობდა სამხედრო-უროლოგიურ ცენტრს. არის 22 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. გამოქვეყნებული აქვს 2 მონოგრაფია: "მეთოდური რეკომენდაციები-პროსტატიტი"(სოხუმი 1970), "ლასიკო ყურაშვილის დღეგრძელობის ხილული და უხილავი ძაფების შესახებ"(სოხუმი, 1991). უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქრონიკული პროსტატიტის რეზისტენტული ფორმების კლინიკა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა", დაიცვა 1973 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.316

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • დღეგრძელობის რეაბილიტაციის ცენტრი, დირექტორი
  • ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემია(გაეროს ასოციაციის წევრი), წევრ-კორესპონდენტი
  • ნოოსფეროს ინსტიტუტი, წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1944 - მედალი "მხედრული მამაცობისთვის"

გააზიარე: