The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მანანა შეყლაშვილი

მანანა შეყლაშვილი
Date of birth:12 August, 1939  (84 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1963 წელს.

1965-1968წწ. იყო ჭიათურის მედ. სანნაწილის საავადმყოფოს ექიმი-თერაპევტი, ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის ინსტიტუტის ასპირანტი; 1969-1978წწ. კლინიკური განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1978-1984წწ. მუშაობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში; 1984-1994წწ. იყო ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის კათედრის დოცენტი, ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დისპანსერულ-პოლიკლინიკური განყოფილების ხელმძღვანელი; 1994 წლიდან კლინიკურ-დისპანსერული სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 120 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ლეიკოზების და ავთვისებიანი ლომფომების კლასიფიკაციას, დიაგნოსტიკას, მკურნალობას, პროგნოზს, მედიკო-სოციალურ რეაბილიტაციის და ეპიდემიოლოგიის პრობლემებს. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "ლეიკოზები და ავთვისებიანი ლიმფომები",("მეცნიერება", 1996). მისი ხელმძღვანელობით დაცულია 13 საკანდიდატო და 5 სადოქტორო დისერტაცია. ჰემატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰემატოლოგიის კათედრის გამგე. ჰემატოლოგიის და ტრანსფუზიოლოგიის კლინიკურ-დისპანსერული სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მწვავე ლეიკოზის ვარიანტები", დაიცვა 1969 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ლეიკემიზირებული ლიმფოსარკომების და ლიმფოლეიკოზების დიფერენციალური დიაგნოსტიკის თავისებურებანი", დაიცვა 1981 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.313; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.42

Member of Organizations

  • თრომბოზისა და ჰემოსტაზის საერთაშორისო საზოგადოება, წევრი
  • მედიკო-ბიოლოგიური აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს ტრანსფუზიოლოგთა და ჰემატოლოგთა საზოგადოება, წევრი

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი

Bibliography


Share: