შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა შურღაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1949 წელს. 1949-1952წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში გაიარა კლინიკური ორდინატურის კურსი; 1952-1955წწ. იყო ტყვარჩელის საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების გამგე; 1955-1962წწ. სწავლობდა მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასპირანტურაში, იყო ამავე ინსტიტუტის ასისტენტი, დოცენტი, საკავშირო აკადემიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე(ქ. ნოვოსიბირსკი, 1962-1978), 1978-1991წწ. სამედიცინო აკადემიის ციმბირის განყოფილების სწავლული მდივანი, თბილისის IV მთავარი სამმართველოს მთავარი თერაპევტი, კარდიოლოგი, 1991 წლიდან №1 სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრის თერაპიული განყოფილების გამგე, პრორექტორი. ავტორია 155 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება კარდიოლოგიურ, ეპიდემიოლოგიურ და თერაპიულ პრობლემებს, პროფესიული მედიცინის, ოჯახის ექიმის, პირველადი ჯანდაცვის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს 2 მონოგრაფია: "იშემიური დაავადების ქირურგიული მკურნალობის თერაპიული ასპექტები"("მედიცინა", ნოვოსიბირსკი, 1970), "გულის იშემიურ დაავადებათა ეპიდემიოლოგია ჩრდილოეთ ქვეყნებში"("მედიცინა", ნოვოსიბირსკი, 1972). თერაპევტი-კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრის ხელმძღვანელი. უმაღლესი კატეგორიის ექიმი. 28 წელი მუშაობდა ციმბირის განყოფილების სამეცნიერო აკადემიაში, იმყოფებოდა ალასკასა და ჩრდილოეთ პოლუსზე. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ვექტორ-ელექტროკარდიოგრაფიული ცვლილება გულის მწვავე ინფარქტის დროს დინამიკაში", დაიცვა 1960 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "იშემიური დაავადების ქირურგიული მკურნალობის თერაპიული ასპექტები", დაიცვა 1970 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.317 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |