The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელენე ჩადუნელი

დაბადების თარიღი:4 ოქტომბერი, 1948  (75 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. კაპსუკასი(ლიტვა).

1966 წელს სწავლობდა კარელიის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო საქმის ფაკულტეტზე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.

1972-1974წწ. მუშაობდა თბილისის სასწრაფო დახმარების გამსვლელი ბრიგადის ექიმად; 1975-1984წწ. იყო თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ურგენტული თერაპიის ექიმი-ორდინატორი; 1984 წლიდან ამავე ინსტიტუტის სწავლულო მდივანი. ავტორია 16 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ათეროსკლეროზის, ჰემოსტაზის სისტემისა და ჰიპერლიპიდემიის პრობლემებს. მონაწილეობდა კლივლენდის(1998), სლოვენიის(1998) და ბუდაპეშტის(1997) საერთაშორისო სიმპოზიუმებში. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დატვირთული შთამომავლობა, როგორც გულის იშემიური დაავადებების რისკის ფაქტორი", დაიცვა 1989 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.319

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ათეროსკლეროზის საერთაშორისო ასოციაცია
  • გერონტოლოგთა საერთაშორისო ასოციაცია
  • ინტერნისტთა საერთაშორისო ასოციაცია

გააზიარე: