The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა ჩარგეიშვილი

შოთა ჩარგეიშვილი
დაბადების თარიღი:6 ივლისი, 1929
გარდაცვ. თარიღი:2006  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1954 წელს.

1954-1957წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო ქირურგიის კლინიკური ორდინატორი; 1957-1962წწ. კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტის ასპირანტი, 1962-1967წწ. უმცროსი, 1967-1992წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1992 წლიდან წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 56 სამეცნიერო ნაშრომისა, რომელიც ეხება გულის კორონალურ სისხლძარღვთა და მუცლის ქირურგიის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "თრომბოჰემორაგიული სინდრომი"(1990). ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მიოკარდისა და მისი ინტრამურული ნერვული აპარატის სტრუქტურული ცვლილებები კორონალური არტერიის გადაკვანძვის დროს", დაიცვა 1963 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.319; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.196

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აკად. გრ. მუხაძის სახელობის თბილისის ქირურგთა საზოგადოება, წევრი
  • აკად. გრ. მუხაძის სახელობის საქართველოს ქირურგთა საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების მედალი
  • გრიგოლ მუხაძის სახელობის მედალი

გააზიარე: