The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ეგნატაშვილი

გიორგი ეგნატაშვილი
Date of birth:12 March, 1885
Date of death:16 January, 1962  (at 76 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Sports Coach, Educator, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა პრაღის უმაღლესი სატანვარჯიშო კურსები 1909 წელს.

მუშაობდა ტანვარჯიშის მასწავლებლად თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, სადაც მისი ხელმძღვანელობით 1912 წელს მოეწყო ტანმოვარჯიშეთა პირველი საჯარო გამოსვლა; იმავე წელს მისი ხელმძღვანელობით თბილისის "სოკოლის" ტანმოვარჯიშეთა გუნდმა ჩეხოსლოვაკიის ტანმოვარჯიშეთა საზოგადოების "სოკოლის" VI საიუბილეო შეკრებაზე(პრაღა) დაბალ ჯგუფში I ადგილი დაიკავა, ხოლო ტანვარჯიშული მრავალჭიდის პირად შეჯიბრებაში III ადგილზე გავიდა; ხელმძღვანელობდა მოსწავლე ახალგაზრდობის ფიზაღზრდას თბილისის სკოლებსა და ტექნიკუმებში; 1937-1941წწ. განაგებდა ტანვარჯიშის კათედრას საქართველოს ფიზკულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში; 1941 წლიდან მუშაობდა ფიზაღზრდის უფროს მასწავლებლად თავდაპირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ საქართველოს პოლიტექნიკურ ინსიტუტში; მისი სახელი მიეკუთვნა თბილისის განათლების განყოფილების ბავშვთა და მოზარდთა ცენტრალურ სატანვარჯიშო სკოლას; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; სპორტსმენი (ტანვარჯიში).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.539

Member of Organizations

  • ტანმოვარჯიშეთა საზოგადოება "შევარდენი" , ერთ-ერთი დამაარსებელი (1918-)

Awards and Honors

  • 1954 - სსრკ დამსახურებული მწვრთნელი
  • 1945 - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი
  • 1936 - სპორტის დამსახურებული ოსტატი

Share: