The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიმონ ეგნატაშვილი

ოფიციალური სახელი:სიმონ იგნატიევი
დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:17??
კატეგორია:მთარგმნელი

ბიოგრაფია

ქართველი მწერალი, მთარგმნელი, დიპლომატი, მოღვაწეობდა რუსეთში; იმყოფებოდა რუსეთის სახელმწიფო სამსახურში და მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური მისიების საქმიანობაში, როგორც თარჯიმანი და აგენტი; 1773 წელს პეტერბურგში გამოაქვეყნდა მის მიერ ქართულიდან რუსულად თარგმნილი "ბარამგულანდამიანი"; ეს არის თავისუფალი თარგმანი, ტექსტი გავრცობილია ლიტერატურული თუ ხალხური ზეპირსიტყვიერების მასალით; მანვე თარგმნა "ბრმა მემუსიკის სიმღერა" (ეკატერინე მეორისადმი მიძღვნილი სტილიზებული ხალხური ლექსი), შეადგინა ქართულ-რუსული ლესიკონი, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.540


გააზიარე: