Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ედიბერიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1962 წელს. 1965 წელს მუშაობა დაიწყო ელექტრონიკის, ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1986 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამოთვლითი ტექნიკის კათედრაზე; არის ბიზნესის ხელშემწყობი საკონსულტაციო-ანალიტიკური სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი; მისი სამეცნიერო კვლევები ეხება მათემატიკური მოდელირების, ალგორითმული ენებისა და პროგრამირების დამუშავებას საქართველოში; ინჟინერი გამოთვლითი ტექნიკის დარგში, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1986), პროფესორი (1987). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.545; ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.180 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |