შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ედიბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1924 წელს. 1929-1933წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის თერაპიული და ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრას; 1935-1974წწ. თბილისის სახელმწიფო სტომატოლოგიურ და ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის პროფესორ-კონსულტანტი; შეისწავლა ალვეოლური პიორეის ეტიოლოგია და მკურნალობა, ოდონტოგენური და არაოდონტოგენური სიმსივნეებისა და პირსახის თანდაყოლილი სიმახინჯეების კლინიკა და მკურნალობა; საქართველოში დანერგა პირსახის აღდგენითი ოპერაციები; შეადგინა ქირურგიული სტომატოლოგიის პირველი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ქირურგ-სტომატოლოგი, ქირურგიული სტომატოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1943), პროფესორი (1943). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.545 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |