The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გულიკო ჩაფიძე

გულიკო ჩაფიძე
Legal name:გულნარა ჩაფიძე
Date of birth:4 November, 1930
Date of death:20 May, 2024  (at 93 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1955 წელს.

1954–1958წწ. იყო ბორჯომის ლიკანის სანატორიუმის ექიმი-ორდინატორი; 1958–1961წწ. მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასპირანტი; 1962-1963წწ. საქართველოს ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1963-1975წწ. ინფარქტის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1962-1964წწ. კარდიოლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ მუშაკი; 1965-1994წწ. თერაპიის ინსტიტუტის ინფარქტის განყოფილების ხელმძღვანელი; 1989 წლიდან დღემდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ექიმი; 1997 წელს გადაუდებელ კარდიოლოგიის ცენტრს მიენიჭა აკად. გ. ჩაფიძის სახელი(პატენტირებული); 1994-2014წწ. აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის დირექტორი; 2011 წლიდან დღემდე ამავე ცენტრის გენერალური დირექტორი. ავტორია 4 მონოგრაფიის და 300-მდე სამეცნიერო ნაშრომის. მათ შორისაა: ამერიკა, გერმანია, უნგრეთი, იუგოსლავია, ბულგარეთი, ავსტრია. 8 საკანდიდატო 3 სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი; კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი. მიღებული აქვს უამრავი მედალი, ჯილდო და სიგელი (მათ შორის ამერიკის).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რეგიონალური სისხლის მიმოქცევის ზოგიერთი თავისებურებანი ჰიპერტონული დაავადების დროს", დაიცვა 1962 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მიოკარდიუმის ინფარქტის მიმდინარეობის თავისებურებანი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში და მიმდინარეობის პროგნოზირება".

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.321; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.358

Member of Organizations

  • მედიკო–ბიოლოგიური აკადემია, ნამდვილი წევრი (1998-2010)
  • მედიკო–სოციალური აკადემია, პრეზიდენტი (1998-2010)

Awards and Honors

  • 2017 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2016 - ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის "საუკუნის ექიმის" ტიტული და შესაბამისი სიგელი ( )
  • 2016 - საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის და რეაბილიტაციის ასოციაციის სპეციალური ჯილდო
  • 2012 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
  • 2011 - საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო - "წმინდა გიორგის ოქროს ორდენი" (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ)
    საქართველოში კარდიოლოგიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
  • 2011 - საპატიო დიპლომი
    გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის დაფუძნების და კარდიოქირურგიაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის
  • 2010 - საუკუნის ექიმი
  • 2008 - საუკუნის სახელი
    ქართული მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის
  • 2005 - აშშ ინტერნაციონალურ ბიოგრაფიათა ცენტრის "ნობელის ლაურეატი" (აშშ)
  • 2004 - ბიზნეს ქალის წოდება (აშშ ინტერნაციონალურ ბიოგრაფიათა ცენტრის მიერ დასახებულია XXI საუკუნის 2000 წარმატებულად მოღვაწე ქალბატონს შორის)
  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    მედიცინის მეცნიერებათა დარგში 1988-2000 წლებში შესრულებული ნაშრომისათვის - "საქართველოში გულის იშემიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მაღალტექნოლოგიური (ინვაზიური და ინტერვენციული) მეთოდების დანერგვა"
  • 2001 - საპატიო მედალი
    ქართული მედიცინის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის
  • 1998 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის
  • 1997 - კემბრიჯის უნივერსიტეტის ინტერნაციონალურ ბიოგრაფიათა ცენტრის ოქროს მედალი
  • 1996 - ღირსების ორდენი
  • 1989 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1988 - ღირსების ორდენი
  • 1981 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1981 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

Bibliography


Share: