The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ემელიანე დოლიძე

ემელიანე დოლიძე
დაბადების თარიღი:17 ოქტომბერი, 1898  (125 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე, პედაგოგი, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბახვი, ოზურგეთის რაიონი.

ცეკვები შეისწავლა კავკასიური ცეკვების ცნობილ ქორეოგრაფ-პედაგოგ როზენბერგთან; ჯერ დაინიშნა ბათუმის ვაჟთა გიმნაზიაში ქორეოგრაფად, შემდეგ აჭარის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ქორეოგრაფად; დააარსა ხუცუბნის მოცეკვავეთა ანსამბლი, ქობულეთისა და მახინჯაურის უდედმამო ბავშვთა სახლის აღსაზრდელების ქორეოგრაფიული ჯგუფი; დადგმული აქვს ცეკვები ოზურგეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლთან(ლოტბარი ა. ერქომაიშვილი); ა. ერქომაიშვილთან ერთად იმოგზაურა საქართველოს რაიონებში; ეცნობოდა, აგროვებდა და სწავლობდა ფოლკლორის ძველ ნიმუშებს; იყო ქართული ხალხური ცეკვების პროპაგანდისტი; ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას; აღზარდა ქართული ხალხური ცეკვის ბევრი გამოჩენილი ოსტატი, მათ შორის: ე. ხაბაძე, ბ. სვანაძე, გ. ოდიკაძე, ვ. მეგრელიძე.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 152


გააზიარე: