Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ემელიანე დოლიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბახვი, ოზურგეთის რაიონი. ცეკვები შეისწავლა კავკასიური ცეკვების ცნობილ ქორეოგრაფ-პედაგოგ როზენბერგის ხელმძღვანელობით. ხშირად გამოდიოდა კონცერტებზე სამხედრო ნაწილებში და "მუშტაიდში". კავკასიელ ხალხთა ცეკვების მაღალმხატვრულ დონეზე შესრულებისათვის ჯილდოებს იმსახურებდა. ცოტა ხანში სოფელ ბახვში გახსნეს ხალხური ცეკვების შემსწავლელი წრე. მალე დაინიშნა ბათუმის ვაჟთა გიმნაზიაში ქორეოგრაფად, შემდეგ აჭარის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ქორეოგრაფად, შედეგად, იგი ძალიან მალე პოპულარული გახდა მთელ აჭარაში. მუშაობდა ხულოს პედაგოგიურ სასწავლებელში, დააარსა ხუცუბნის მოცეკვავეთა ანსამბლი, ქობულეთისა და მახინჯაურის უდედმამო ბავშვთა სახლის აღსაზრდელების ქორეოგრაფიული ჯგუფი, ბათუმის ყრუ-მუნჯთა სკოლაში. დადგმული აქვს ცეკვები ოზურგეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლთან (ლოტბარი ა. ერქომაიშვილი), იგი აქტიურად მონაწილეობდა აჭარის საზოგადოებრივ საქმიანობაში, ერქომაიშვილთან ერთად იმოგზაურა საქართველოს რაიონებსა და სოფლებში, ადგილობრივი სიმღერის გუნდებისა და ქორეოგრაფიული ანსამბლების დასახმარებლად. ეცნობოდა, აგროვებდა და სწავლობდა ფოლკლორის ძველ ნიმუშებს. იყო ქართული ხალხური ცეკვების პროპაგანდისტი. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. აღზარდა ქართული ხალხური ცეკვის ბევრი გამოჩენილი არტისტი, მათ შორის: ე. ხაბაძე, ბ. სვანაძე, გ. ოდიკაძე, ვ. მეგრელიძე და ბევრი სხვა. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 152; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.62
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |