The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მედეა ჩიკვაიძე

დაბადების თარიღი:13 აგვისტო, 1947  (76 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1971 წელს.

1972–1977წწ. იყო წყალტუბოს პოლიკლინიკის ექიმი–თერაპევტი, შემდეგ კარდიორევმატოლოგი; 1978–1985წწ. თერაპიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა მიოკარდიუმის ინფარქტის განყოფილებაში კარდიოლოგად; 1985–1994წწ. უფროს მეცნიერ–თანამშრომლად; 1994 წლის აგვისტოდან გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის თანამშრომელია. ავტორია 24 სამეცნიერო ნაშრომის. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მიოკარდიუმის ინფარქტის თავისებურება მოხუცებულ ასაკში", დაიცვა 1984 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.323

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გერონტოლოგიის საერთაშორისო ასოციაცია, წევრი

გააზიარე: