The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პაატა ჩიკვაიძე

დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1966  (58 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1989 წელს.

1989-1990წწ. იყო სამედიცინო ინსტიტუტის კლინიკური ქირურგიული განყოფილების ექიმი–ინტერნი; 1990–1992წწ. იმყოფებოდა სტაჟირებაზე: ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში რეპროდუქციულ ენდოკრინოლოგია–ქირურგიაში; 1995–1996წწ. აშშ–ში რეპროდუქციული ენდოკრინოლოგია–ქირურგია–ოჯახის დაგეგმვა; 1991–1994წწ. მოსკოვში ლაპარასკოპიულ ქირურგიაში. ავტორია 11 სამეცნიერო ნაშრომის. რეპროდუქტოლოგი–ოჯახის დაგეგმვა, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. AVSCint New-York-ის აღმოსავლეთ ევროპის და დსთ რეგიონების სამედიცინო განყოფილების თანამშრომელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ენდომეტროზის ლაპარასკოპიული დიაგნოსტიკა და მკურნალობა", დაიცვა 1995 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.323


გააზიარე: