The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფოთოლა დუნდუა-ჯორბენაძე

დაბადების თარიღი:7 იანვარი, 1954  (71 წლის)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა თბილისის II მუსიაკლური სასწავლებელი 1972 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1977 წელს (ვოკალური).

1974-2005წწ. იყო ქ. ქუთაისის ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტი (კოლორატურული სოპრანო), 2010 წლიდან ამავე ოპერის თეატრის რეჟისორი; მის რეპერტუარში იყო, ქართული: მარო, მარეხი (ზ. ფალიაშვილი "დაისი", "აბესალომ და ეთერი"), ქეთო (ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), ნინო ჭავჭავაძე (დ. თორაძე "ჩრდილოეთის პატარძალი"), მარგალიტა (ო. თაქთაქიშვილი "პირველი სიყვარული"), კაროჟნა (გ. ჩლაიძე "დარისპანის გასაჭირი"), წითელქუდა, კონკია (ი. გოკიელი "წითელქუდა", "ბროლის ქოში"), თინა (ა. ბუკია "დაუპატიჟებელი სტუმრები"); სხვა რეპერტუარი: ლუჩია (დონიცეტი "ლუჩია დი ლამერმური"), ჯილდა, ლეონორა (ვერდი "რიგოლეტო", "ტრუბადური"), პერიკოლა (ოფენბახი "პერიკოლა"), იოლანტა(ჩაიკოვსკი "იოლანტა"). 

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 156; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ. 362

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2014 - ღირსების ორდენი
  • 1999 - ღირსების მედალი
    ქართული მუსიკალური და თეატრალური ხელოვნების განვითარება-პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის
  • 1993 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: