The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დარეჯან ჩიკვილაძე

დარეჯან ჩიკვილაძე
დაბადების თარიღი:25 აპრილი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.

1972-1975წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრის ასპირანტი; 1975-1985წწ. - ამავე კათედრის ასისტენტი; 1985-1990წწ. - უფროსი მასწავლებელი; 1990-1996წწ. - დოცენტი, სასწავლო ნაწილის გამგე; 1996 წლიდან - სამედიცინო მიკრობიოლოგიის, ვირუსოლოგიისა და იმუნოლოგიის კათედრის გამგე. ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა, რომლებიც ეხება სამედიცინო მიკრობიოლოგიის აქტუალურ საკითხებს, შიდაჰოსპიტალური ინფექციის პრობლემებს. მისი რედაქციით მომზადდა და 1996-1997წწ. ორ ნაწილად გამოიცა ქართულ ენაზე ნათარგმნი სახელმძღვანელო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის: "სამედიცინო მიკრობიოლოგია, ვირუსოლოგია, იმუნოლოგია"; პრაქტიკული სახელმძღვანელო: "საავადმყოფოს შიდაინფექციის პროფილაქტიკა და კონტროლი"(თანაავტორი თ. კერესელიძე). თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ექიმი-მიკრობიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დიფუზიური გლომერულონეფრიტით დაავადებულებში მიკრობიოლოგიური და იმუნოლოგიური გამოკვლევები", დაიცვა 1980 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჰოსპიტალური ინფექციების ეტიოლოგიური სტრუქტურის, ეპიდემიოლოგიური თავისებურებების, ეპიდზედამხედველობის და კონტროლის მეთოდების შედარებითი  დახასიათება (ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული ობიექტური კრიტერიუმების გამოყენებით)", დაიცვა 1998 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.323; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.381; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი: tsmu.edu

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: