The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ჩიქოვანი

Date of birth:31 March, 1965  (60 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1988 წელს.

1988-1989წწ. იყო გ. ასათიანის სახელობის თბილისის ფსიქიატრიის ინსტიტუტის ინტერნი; 1989-1990წწ. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ფსიქონევროლოგიური ბრიგადის ფსიქიატრი; 1990-1992წწ. ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ფსიქიატრიის კურსის უფროსი ლაბორანტი, 1992-1994წწ. ამავე კურსის ასისტენტი, 1994-1997წწ. სწავლობდა რუსეთის დიპლომის შემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიის ფსიქიატრიის კათედრაზე, 1998 წლის მარტიდან ექიმთა დიპლომის შემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ფსიქიატრიის კურსის ასისტენტი. ავტორია 9 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება პაროქსიზმულ(პაროქსიზისმაგვარ) ფენომენთა გაჩენას ენდოგენური ფსიქოზების სურათში, რაც მჭიდროდაა დაკავშირებული ფსიქიატრიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს, ე.წ. შიზოეპილეფსიის პრობლემასთან. ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. ექიმთა დიპლომის შემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ფსიქიატრიის კურსის ასისტენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პაროქსიზისმაგვარი მოშლილობანი ენდოგენურ ფსიქიკურ დაავადებათა დროს(ფსიქოპათოლოგია, კლინიკა, პროგნოზი)", დაიცვა 1997 წელს. 

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.325


Share: