The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარინა ჩიქოვანი

დაბადების თარიღი:13 თებერვალი, 1950  (74 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1973 წელს.

1973-1976წწ. იყო შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრის ასპირანტი იმუნოლოგიის განხრით; 1977-1995წწ. ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრის ასისტენტი, 1996 წლიდან პედიატრიის №1 კათედრის დოცენტი. ავტორია 38 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება გულის იშემიური დაავადებებისა და პედიატრიის აქტუალური საკითხების იმუნოლოგიურ შესწავლას. გამოცემული აქვს მეთოდური რეკომენდაციები: "პირველადი იმუნოდეფიციტური უკმარისობა"; "ბრონქული ასთმა". ხელმძღვანელობდა საუნივერსიტეტო და კათედრის სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციებისათვის სტუდენტთა მომზადებას. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბუნებრივი რეზისტენტობის მაჩვენებლები გულის იშემიური დაავადებების დროს", დაიცვა 1979 წელს. 

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.325

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს პედიატრიის სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

გააზიარე: