შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევი ჩიქოვანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს. 1949-1950წწ. იყო რესპუბლიკური ონკოლოგიური დისპანსერის ექიმი-ორდინატორი; 1950-1953წწ. ამავე დისპანსერის საორგანიზაციო-მეთოდური განყოფილების გამგე; 1953-1957წწ. თბილისის მე-2 პოლიკლინიკის ონკოლოგიური კაბინეტის გამგე; 1957-1964წწ. ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საორგანიზაციო-მეთოდური განყოფილების გამგე; 1964-1982წწ. რესპუბლიკური ონკოლოგიური დისპანსერის მთავარი ექიმი; 1983 წლიდან ონკოლოგიის სამეცნიერო-ცენტრის მამოლოგიური განყოფილების გამგე; 1968-1986წწ. იყო რესპუბლიკის მთავარი ონკოლოგი. ავტორია 67 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც გამოქვეყნებულია ქართულ და უცხოურ პრესაში. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სარძევე ჯირკვლის კიბოს ეპიდემიოლოგია", დაიცვა 1974 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.326 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |