შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ჩიჩუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულკტეტი 1978 წელს. 1971–1972წწ. იყო თბილისის სისხლის გადასხმის სამსახურის კრიობიოლოგიური ლაბორატორიის პრეპარატორი; 25–ე პოლიკლინიკის მედ. პუნქტის სანიტარი; 1973 წელს თბილისის N4 საავადმყოფოს სანიტარი; 1978 წელს თბილისის N4 პოლიკლინიკის ექიმი - სტომატოლოგი; 1985 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტი. ავტორია 18 სამეცნიერო ნაშრომის. ეკუთვნის 1 გამოგონება, ერთი საავტორო. სტომატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თავისა და კისრის მიდამოში ადგილობრივი ქსოვილებით პლასტიკის დროს გართულებათა პროფილაქტიკა და მკურნალობა ჰიპერბარიული ოქსიგენაციის გამოყენებით", დაიცვა 1985 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.326; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.258 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |