The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტარიელ დუგლაძე

დაბადების თარიღი:3 ნოემბერი, 1941
გარდაცვ. თარიღი:26 აგვისტო, 2002  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:დირიჟორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ხარაგაული.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1965 წელს(ჰობოი), 1968 წელს(სადირიჟორო).

1961-1968წწ. იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიის ორკესტრის მუსიკოსი(ჰობოი); 1968 წელს შედგა მისი სადირიჟორო დებიუტი ბერლიოზის "ფანტასტიკური" სიმფონიით; სხვადასხვა დროს იყო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, მათ შორის 1961-1968წწ., 1973-1974წწ. საქართველოს რადიო-ტელევიზიის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი, 1969-1970წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრის მუსიკოსი და დირიჟორ-სტაჟიორი, 1970-1974წწ., 1985-1986წწ. ქ. ქუთაისის ოპერის თეატრის მთავარი დირიჟორი; 1974-1975წწ. აფხაზეთის ასსრ სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1975-1983წწ. აჭარის ასსრ სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი; სხვადასხვა დროს იყო თბილისის I მუსიკალური სასწავლებლის და თბილისის "ნიჭიერთა ათწლედის" პედაგოგი(პარტიტურის კითხვა, დირიჟორობა); 1990-2000წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტთა სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი, პარალელურად ჩასაბერი საკრავების ორკესტრის დირიჟორი; რეპერტუარი, რომელსაც ასრულებდა: საოპერო, სიმფონიური, ვოკალურ-სიმფონიური, ინსტრუმენტული კონცერტები, ბალეტები; სიმფონიური და საოპერო დირიჟორი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 155





გააზიარე: