Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სონია დუმბაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი შემოქმედი, ოზურგეთის რაიონი. მუსიკალური განათლება მიიღო ოზურგეთის ე. წ. "ბაღის კლასში"; სწავლობდა ფოთის გიმნაზიასა და ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელში, სადაც მოსწავლეთა გუნდის სოლისტი იყო; 1919 წელს ჩაირიცხა თბილისის კონსერვატორიაში (ვოკალი); 1923 წელს გადავიდა ბაქოს კონსერვატორიაში, სადაც დაასრულა სწავლა. სტუდენტურ კონკურსში გამარჯვების შემდეგ გაგზავნეს იტალიაში ვოკალური ხელოვნების დასახვეწად(პედაგოგი დ. პონტი); 1928 წელს მაესტრო სკ. მილიონისთან დაიწყო ხმის დამუშავება; 1937 წელს ცოლად გაჰყვა იტალიელ ბარიტონს, ჯოვანი ბონოს და მასთან ერთად მართავდა კონცერტებს; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, მან აღზარდა მრავალი მომღერალი, ლირიკული სოპრანოები: იტალიელი ვირჯინია ვერგა(ფილეტი), ამერიკელი ეველინ ტომეი-როვერტი), სოპრანოები: რინა კეკი, მარია ჰაუზერი; მის სტუდიაში სწავლობდნენ: ლა-სკალას დირიჟორის დე საბატას ქალიშვილი ლილიანა, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერის დირექტორის ქალიშვილი გრაციელა პოლაკო, სოპრანო ოგოტ ლინერი, ტენორი მარიო კატულო, ბარიტონი ჯუზეპე სკალსო; 1963 წელს სამშობლოს ეწვია, დიდი დახმარება გაუწია ვოკალური ფაკულტეტის სტუდენტებს, გ. ბეჟუაშვილს, ნ. გელაშვილს. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 156
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |