The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იური ჩიჩუა

იური ჩიჩუა
დაბადების თარიღი:17 მაისი, 1926
გარდაცვ. თარიღი:13 მაისი, 2007  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს საფლაო, თბილისი
კატეგორია:ექიმი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი განახლება, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1947 წელს.

1947–1951წწ. იყო საქართველოს საკურორტო სამმართველოს კურორტების: მენჯის, გაგრის სანატორიუმის ექიმი–ორდინატორი; 1951–1952წწ. მცხეთის რაიონის საავადმყოფო–პოლიკლინიკური გაერთიანების უბნის თერაპევტი; 1952-1953წწ. ქირურგიისა და ჰემატოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; მივლენილი იყო ქ. ლენინგრადის სისხლის გადასხმის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ასპირანტურის კურსის გასავლელად (1953); სწავლის დამთავრების შემდეგ დატოვეს ლენინგრადის იმავე ინსტიტუტში მეცნიერ-მუშაკის თანამდებობაზე (1954-1961); 1961-1969წწ. თბილისის აკად. გრიგოლ მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის ინსტიტუტის სისხლის პრეპარატების ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1969-2007წწ. აქვე კლინიკური განყოფილების უფროსი მეცნიერ–მუშაკი; გავლილი ჰქონდა კურსები: კლინიკურ ჰემატოლოგიასა და ტრანსფუზიოლოგიაში (1989, 1994, 1997); იყო უმაღლესი კატეგორიის ექიმი-ჰემატოლოგი; ხირად ატარებდა საკონსულტაციო-პედაგოგიურ მუშაობას. რესპუბლიკის სისხლის გადასხმის სადგურებიდან მრავალი ექიმი და ლაბორანტი მოამზადა; კითხულობდა ლექციებს და აწარმოებდა კონსულტაციებს. ავტორია 41 სამეცნიერო ნაშრომისა. ჰემატოლოგ–ტრანსფუზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. დაჯილდოებული იყო მრავალი მედლითა და სიგელით.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - " სპექტრული ანალიზის გამოყენება რკინისა და სპილენძის განსაზღვრისათვის სისხლში ზოგიერთი დაავადების დროს", დაიცვა 1961 წელს, ქ. ლენინგრადი; 

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.316

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჰემატოლოგთა და ტრანსფუზიოლოგთა საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ღირსების ორდენი

გააზიარე: