შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვაჟა დურგლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ახალგორი, ახალგორის რაიონი. 1968-1973წწ. სწავლობდა თბილისის საესტრადო სასწავლებელში; 1979-1983წწ. თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში მუსიკა-ფილოლოგიის ფაკულტეტზე; 1972 წლიდან იყო თბილისის პიონერთა სასახლის პედაგოგი; თანამშრომლობს საესტრადო ანსამბლებთან: "ორერა", "დიელო", "რერო", "ციცინათელა", "ლალე", "ჯორჯია"; ვაჟა დურგლიშვილის საბავშვო სიმღერები შედის ანსამბლების, "მზიური", "მთიები", "ლახტი", "ნერგები", "ბასტი-ბუბუ" რეპერტუარში; მისი თხზულებები: საესტრადო, საბავშვო სიმღერები (500-მდე), მიუზიკლი "თავქარიანები"(2002, დაიდგა მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრში, ლიბრეტო და რეჟისურა ზ. კახიანის), საბავშვო ოპერა-რევიუ "სათაგური" (1982, ვაჟა-ფშაველას მიხედვით, ლიბრეტო გ. ჭიჭინაძის, რეჟისურა გ. დეისაძის, გადაღებულია კინო-ფილმი); კამერულ-ინსტრუმენტული: საფორტეპიანო, სავიოლინო, ფლეიტის, ქსილოფონის, არფის პიესები (2009-2010); 1975 და 1983 წელს ფირმა "მელოდიამ", გამოსცა მისი ორი საავტორო ფირფიტა-გიგანტი, რომელთა ტირაჟმა მილიონს გადააჭარბა; გამოცემული აქვს 4 CD ალბომი: "პოპულარული სიმღერები", "შენ გიმღერი", "საბავშვო სიმღერები", "სალაღობო"; მოყვარული მხატვარი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 157 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |