The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვაჟა დურგლიშვილი

ვაჟა დურგლიშვილი
Date of birth:9 May, 1948  (76 years)
Category:Composer

Biography

დაბადების ადგილი: დაბა ახალგორი, ახალგორის რაიონი.

1968-1973წწ. სწავლობდა თბილისის საესტრადო სასწავლებელში; 1979-1983წწ. თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში მუსიკა-ფილოლოგიის ფაკულტეტზე; 1972 წლიდან იყო თბილისის პიონერთა სასახლის პედაგოგი; თანამშრომლობს საესტრადო ანსამბლებთან: "ორერა", "დიელო", "რერო", "ციცინათელა", "ლალე", "ჯორჯია"; ვაჟა დურგლიშვილის საბავშვო სიმღერები შედის ანსამბლების, "მზიური", "მთიები", "ლახტი", "ნერგები", "ბასტი-ბუბუ" რეპერტუარში; მისი თხზულებები: საესტრადო, საბავშვო სიმღერები (500-მდე), მიუზიკლი "თავქარიანები"(2002, დაიდგა მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრში, ლიბრეტო და რეჟისურა ზ. კახიანის), საბავშვო ოპერა-რევიუ "სათაგური" (1982, ვაჟა-ფშაველას მიხედვით, ლიბრეტო გ. ჭიჭინაძის, რეჟისურა გ. დეისაძის, გადაღებულია კინო-ფილმი); კამერულ-ინსტრუმენტული: საფორტეპიანო, სავიოლინო, ფლეიტის, ქსილოფონის, არფის პიესები (2009-2010); 1975 და 1983 წელს ფირმა "მელოდიამ", გამოსცა მისი ორი საავტორო ფირფიტა-გიგანტი, რომელთა ტირაჟმა მილიონს გადააჭარბა; გამოცემული აქვს 4 CD ალბომი: "პოპულარული სიმღერები", "შენ გიმღერი", "საბავშვო სიმღერები", "სალაღობო"; მოყვარული მხატვარი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 157

Member of Organizations

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • 2017 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: