The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი ჩიხლაძე

Date of birth:4 April, 1921  (104 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ცხრაწყარო, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1942 წელს.

1942–1945წწ. სამამულო ომის დროს ფრონტზე იყო წითელი არმიის სხვადასხვა შენაერთის სამედიცინო სამსახურის ექიმი, უფროსი ექიმი; 1950–1952წწ. იყო თიანეთის პოლიკლინიკა–საავადმყოფოს გაერთიანების მთავარი ექიმი; 1953–1956წწ. დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ასპირანტურა თერაპიის კათედრაზე, ტუბერკულოზის კურსში; 1957–1963წწ. მუშაობდა თბილისის I კლინიკური ტუპერკულოზის საავადმყოფოში თერაპიული განყოფილების გამგედ; 1963–1976წწ. იყო თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1976–1979წწ. ამავე ინსტიტუტის ურგენტული თერაპიის განყოფილების გამგე. დღემდე აღნიშნული ინსტიტუტის პულმონოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელია. ავტორია 62 სამეცნიერო ნაშრომის.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მოტორული, ოპტიკური და ვესტიბულური ქრონაქსიის მაჩვენებლები ტუბერკულოზური მენინგიტით დაავადებულთა ანტიბაქტერიული პრეპარატებით მკურნალობის პერიოდში", დაიცვა 1956 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.327

Member of Organizations

  • თერაპევტთა საზოგადოება, წევრი
  • ფტიზიატრთა საზოგადოება, წევრი

Awards and Honors

  • მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • შრომის ვეტერანის მედალი

Share: