შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბადრი ჩლაიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გომი, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს. 1973-1977წწ. მუშაობდა გორის რაიონულ საავადმყოფოში; 1977 წლიდან იყო კანისა და ვენერიულ სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომრლი, განყოფილების გამგე, დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, 1989 წლიდან ინსტიტუტის დირექტორი. ავტორია 54 სამეცნიერო ნაშრომისა დაავადებათა ეპიდემიოლოგიის, პათოგენეზის შესწავლისა და მკურნალობის ახალ მეთოდზე. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია: "სიფილისის პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა"(1992), "სიფილისის დიაგნოსტიკის, მკურნალობის და პროფილაქტიკის თანამედროვე მეთოდები"(1998). მისი ხელმძღვანელობით დაცულია 15 საკანდიდატო დისერტაცია. დერმატო-ვენეროლოგი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სიფილისის პათოგენეზის საკითხები და მისი მკურნალობის პრინციპები". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.328 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |