The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბადრი ჩლაიძე

დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1948  (75 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გომი, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.

1973-1977წწ. მუშაობდა გორის რაიონულ საავადმყოფოში; 1977 წლიდან იყო კანისა და ვენერიულ სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომრლი, განყოფილების გამგე, დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, 1989 წლიდან ინსტიტუტის დირექტორი. ავტორია 54 სამეცნიერო ნაშრომისა დაავადებათა ეპიდემიოლოგიის, პათოგენეზის შესწავლისა და მკურნალობის ახალ მეთოდზე. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია: "სიფილისის პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა"(1992), "სიფილისის დიაგნოსტიკის, მკურნალობის და პროფილაქტიკის თანამედროვე მეთოდები"(1998). მისი ხელმძღვანელობით დაცულია 15 საკანდიდატო დისერტაცია. დერმატო-ვენეროლოგი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სიფილისის პათოგენეზის საკითხები და მისი მკურნალობის პრინციპები".

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.328

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მედიცინის მუშაკთა დაცვის ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა საზოგადოება, წევრი

გააზიარე: