შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა ჩხაიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანირატულ-ჰიგიენური ფაკულტეტი 1984 წელს. 1984 წლიდან ნ. მახვილაძის სახელობის შრომის ჰიგიენისა და პროფესიული დაავადებების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი. ავტორია 30-მდე სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებშიც გაშუქებულია საქართველოს მასშტაბით მუშათა ავადმყოფობა, სიკვდილიანობა და სხვა პრობლემები. ჰიგიენისტი, ეპიდემიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჭიათურის მარგანეცის საბადოების არახელსაყრელი შრომის პირობების შორეული შედეგების გავლენა მუშათა სიკვდილიანობაზე", დაიცვა 1990 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.330
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |