შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ჩხენკელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1971 წელს. 1974-1980წწ. იყო ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის ექიმი-ნეიროქირურგი; 1980-1982წწ. ბურდენკოს სახელობის ნეიროქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორდინატორი; 1982-1995წწ. რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-ნეიროქირუგი, 1995 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნეიროქირურგიის კურსის ასისტენტი. ავტორია 8 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ცენტრალური ნერვული სისტემის ტრამვის პრობლემებს. ნეიროქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მიელორა-რადიკულოპათიის სინდრომით გართულებული კისრის მალების დაზიანების ქირურგიული მკურნალობა", დაიცვა 1991 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.331
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |