შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუგზარ ჩხეტია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1966 წელს. 1966-1969წწ. იყო გულრიფშის რაიონის ტუბსანატორიუმის ქირურგიული განყოფილების ექიმი-ორდინატორი; 1969 წლიდან აკად. კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის თორაკალური განყოფილების გამგე. ავტორია 2 მეთოდური რეკომენდაციის და 50 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ფილტვისა და პლევრის ქირურგიულ მკურნალობასა და დიაგნოსტიკას. ეწევა პედაგოგიურ მუშაობას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში და მიჰყავს ზოგადი ქირურგიის კურსი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. თორაკო-ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უმაღლესი კატეგორიის ქირურგი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პოსტრეზექციული ემპიემების პროფილაქტიკა ფილტვის ჩირქოვანი პროცესების დროს", დაიცვა 1982 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.332 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |