The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ ჩხიკვაძე

დაბადების თარიღი:4 ნოემბერი, 1950  (74 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს.

1973-1974წწ. მუშაობდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მედ. სან. ნაწილიში; 1974-1981წწ. ქალაქის საავადმყოფოს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ქორურგიულ განყოფილებაში, თბილისის №2 კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში ორდინატორად; 1983 წლიდან იყო სამკურნალო ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრის ასისტენტი; 1998 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის №1 სამკურნალო ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრის გამგე. არის 67 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰემორბაციის გამოყენება ხანგრძლივი ხელოვნური სისხლის მიმოქცევის დროს", დაიცვა 1981 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ახალი ანტიმიკრობული საკერი მასალის "ამიცელონი" და ელასტიური პოლიურეთანის ძაფის გამოყენების ექსპერიმენტულ-კლინიკური დასაბუთება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქირურგიაში", დაიცვა 1992 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.333; წიგნი ღირსებისა: ტ. 5./ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.78

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი

გააზიარე: