The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ჩხუბიანიშვილი

დაბადების თარიღი:21 ნოემბერი, 1937  (87 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1960 წელს.

1960-1961წწ. იყო თელავის საავადმყოფოს თერაპევტი; 1961-1981წწ. ქირურგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 62 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება კოაგულოლოგიისა და ჰემატოლოგიის საკითხებს. არის თანაავტორი მონოგრაფიისა: "თრომბოჰემორაგიული სინდრომი"(ეტიოლოგია, პათოგენეზი, კლინიკა, პროფილაქტიკა, თერაპია, 1990). ეკუთვნის საავტორო მოწმობა თემაზე: "სამედიცინო დანიშნულების პოლიმერული ნაკეთობანი"(1985). ჰემატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სისხლის შედედების სისტემის დარღვევების პროფილაქტიკა და მკურნალობა მუცლის ღრუში ზოგიერთი ოპერაციის დროს", დაიცვა 1978 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.334

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჰემატოლოგთა საზოგადოება, წევრი

გააზიარე: