შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მანანა ეგაძე
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1971 წელს(ვოკალური). 1975-1977წწ. გაიარა სტაჟირება მოსკოვის დიდ თეატრში, ამავე პერიოდში შედგა მისი დებიუტი თბილისის ოპერის თეატრში - ნანო(ზ. ფალიაშვილი "დაისი"); 1975-2007წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი(მეცო-სოპრანო); 1991-2007წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, ვოკალური ფაკულტეტის დეკანი; რეპერტუარი: ნანო, დედოფალი ნათელა, ნაანა (ზ. ფალიაშვილი "დაისი", "აბესალომ და ეთერი"), დარეჯან დედოფალი (მ. ბალანჩივაძე "დარეჯან-ცბიერი"), ნაცარქექიას დედა(მ. დავითაშვილი "ნაცარქექია"), არზაყანის დედა (ო. თაქთაქიშვილი "მთვარის მოტაცება"), ლუჩია (გ. ყანჩელი "...და არს მუსიკა"), ბარბალე (ჯ. და ვ. კახიძეები "ბარბალე"); ქართული ვოკალურ-სიმფონიური: რ. გაბიჩვაძე სიმფონია N2 "ვოკალური", თ. შავლოხაშვილი პოემა "რწმენის კედელი", ნ. სვანიძე კამერული ორატორია "ფიროსმანი", ბ. კვერნაძე ვოკალურ-სიმფონიური პოემა ე. თათარაიძის ლექსებზე; კამერული: თ. შავლოხაშვილი რომანსი "რისთვის მიყვარხარ", იმავე რომანსის სადუეტო ვერსია (ჩანაწერი თბილისის რადიოს ოქროს ფონდი), რ. ქარუხნიშვილი ვოკალური ციკლი "მე მივსდევ შენს ხმას"; სხვა რეპერტუარი: ორფეოსი (გლუკი "ორფეოსი და ევრიდიკე"), კარმენი (ბიზე "კარმენი"), აზუჩენა, ებოლი, ამნერისი, ულრიკა, ემილია (ვერდი "ტრუბადური", "დონ კარლოსი", "აიდა", "ბალ-მასკარადი", "ოტელო"), მარია (გერშვინი "პორგი და ბესი"), ოლგა, გრაფინია (ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი", "პიკის ქალი"), მარინა მნიშეკი (მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"), კლარიჩე (პროკოფიევი "სამი ფორთოხლის სიყვარული"). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 158 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |