The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ცაგარელი

ზურაბ ცაგარელი
დაბადების თარიღი:5 ოქტომბერი, 1934
გარდაცვ. თარიღი:8 აგვისტო, 2023  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1956 წელს.

1958–1961წწ. იყო ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1962–1969წწ. ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1969 წლიდან ციტოლოგიის განყოფილების გამგე. ავტორია 237 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს 10 მონოგრაფია. არის 25 საკანდიდატო და 6 სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერეწბათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნერვული სისტემის სხვადასხვა ნაწილების სტრუქტურის საკითხისათვის ჩვილ ბავშვთა ჰიპოტროფიის დროს", დაიცვა 1962 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "გულის მორფოლოგია ზოგადი ჰიპოქსიის დროს", დაიცვა 1970 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.335;   წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.51

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პათანატომთა ასოციაციის გამგეობა, წევრი
  • საქართველოს მედიკო–ბიოლოგიურ მეცნიერებატა აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1989 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1986 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: