The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ეგაძე

ოთარ ეგაძე
დაბადების თარიღი:8 ნოემბერი, 1913
გარდაცვ. თარიღი:1995  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:დრამატურგი, კრიტიკოსი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ტირძნისი, გორის რაიონი.

დაამთავრა ლენინგრადის ჟურნალისტიკის ინსტიტუტი 1939 წელს.

იყო გაზეთ "კომუნისტის" და "ახალგაზრდა კომუნისტის" საკუთარი კორესპონდენტი ლენინგრადში; 1940 წელს სწავლობდა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებულ უმაღლეს პარტიულ სკოლაში; 1941-1943წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში; 1943 წელს საქართველოს სსრ ცენტრალური კომიტეტის ბეჭვდითი სიტყვის სექციის გამგე; 1944-1945წწ. საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული ხელოვნების მთავარი სამმართველოს უფროსი; 1945 წლიდან მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის მარქსიზმის კლასიკოსთა თარგმნის განყოფილების გამგე; 1949-1951წწ. გაზეთ "Правда"-ს კორესპონდენტი საქართველოში; 1951-1953წწ. საქართველოს სსრ კინემატოგრაფიის მინისტრი; 1953 წელს გაზეთ "Заря Востока"-ს რედაქტორი, 1953-1973წწ. ჟურნალ "საბჭოთა ხელოვნების" რედაქტორი; 1973 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე გამომცემლობა "ხელოვნების" დირექტორი. ლიბრეტისტი, ხელოვნების კრიტიკოსი. დაიმსახურა "სამამულო ომის II ხარისხის" ორდენი და მრავალი მედალი, მათ შორის: "ლენინგრადის დაცვისათვის", "გერმანიაზე გამარჯვებისათვის", შრომის ვეტერანი და სხვა.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 159; ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 37-38

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1963 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: