შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მადლენ ევთიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1923 წელს(საფორტეპიანო). 1923-1924წწ. იყო ქ. ქუთაისის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(ფორტეპიანო), 1924-1945წწ. თბილისის II მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი (ფორტეპიანო); 1933-1936წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასპირანტი, აქვე, 1936-1937წწ. პროფესორ ა. ვირსალაძის ასისტენტი, 1937-1976წწ. პედაგოგი (ფორტეპიანო), 1947 წლიდან დოცენტი, 1967 წლიდან პროფესორი; 1944-1965წწ. საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი; 1945-1964წწ. თბილისის "ნიჭიერთა ათწლედის" პედაგოგი; მისი მოწაფეები იყვნენ: (90-ზე მეტი) ა. და ც. კვერნაძეები, ი. გაბიჩვაძე, თ. გელაძე, ო. მაღრაძე, დ. მახაშვილი; იყო პირველი ქართული ტრიოს წევრი(ვ. რელიგიონი ვიოლინო, მ. ევთიშვილი ფორტეპიანო, ი. აბაშიძე ვიოლონჩელო); მის რეპერტუარში იყო, ქართული: ვ. დოლიძის, ა. ანდრიაშვილის, ნ. გუდიაშვილის საფორტერპიანო კონცერტები, შ. მშველიძის, ს. ცინცაძის ს. ნასიძის, ო. თაქთაქიშვილის საფორტეპიანო ნაწარმოებები; სხვა რეპერტუარი: ბახი, სკარლატი, მოცარტი, შოპენი, შუმანი, ლისტი, ბუზონი, გლაზუნოვი, სკრიაბინი, მეტნერი, პროკოფიევი; პიანისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 160 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |